logo
ENG



კორონავირუსის ახალი შტამი კანადასა და იაპონიაშიც გამოვლინდა

27 დეკ 202014:21
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/27/4aj8qj1iadvqkye.jpg

ინგლისის და ევროკავშირის ქვეყნების შემდეგ კორონავირუსის ახალი შტამი კანადასა და იაპონიაში გამოვლინდა

BBC-ის ცნობით, კანადაში წყვილს, რომელსაც ვირუსის ახალი შტამი დაუდგინდა, მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია.

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო ორშაბათიდან იაპონია მომდევნო ერთი თვე ქვეყანაში უცხო მოქალაქეების შესვლას აკრძალავს.

კორონავირუსის ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა. ის უკვე გამოვლინდა რამდენიმე სხვადასხვა ქვეყანაში. ახალი შტამი 70%-ით უფრო გადამდებია და მეტად აინფიცირებს ბავშვებს. ამის გამო დიდ ბრიტანეთში შეზღუდვები გამკაცრდა. აიკრძალა ფრენები ევროპის მიმართულებით. 

თუმცა, მეცნიერების თქმით, ვირუსის ახალ შტამს მდგომარეობა განსაკუთრებით არ დაუმძიმებია და არსებულ ვითარებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ მოუხდენია. 

ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია ასტრაზენეკა აცხადებს, რომ მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა კორონავირუსის ახალ შტამსაც გაუმკლავდება


close დახურვა